ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად - ,,ქართული ოცნება“ აციას 27 ოქტომბერს გამართავს



ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად - ,,ქართული ოცნება“ აციას 27 ოქტომბერს გამართავს

ჩვენი პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, მოქალაქეებს მოვუწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისა და მობილიზაციისკენ,

რათა 2 ოქტომბრის გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე მმართველი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.

„ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა,

რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47-მა პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა,

რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.

ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება,

ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ