ეროვნულმა ვალუტამ გამყარება შეწყვიტა



ეროვნულმა ვალუტამ გამყარება შეწყვიტა

ეროვნულმა ვალუტამ გამყარება შეწყვიტა, დღევანდელი მონაცემებით ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან მიმართებით გაუფასურდა - ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2779 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2635 ლარი იყო. 

ევროს კურსი კი 3.9922 ლარია. დღეისთვის კი 1 ევრო 3.9824 ლარი ღირდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ცნობისთვის, 1 მაისიდან  27 მაისის ჩათვლით, ლარი დოლართან 17.6 თეთრით, ხოლო ევროსთან 15 თეთრით გამყარდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ