"არ ვუშინდებით - ერთად გავაფერადოთ ჩვენი სამყარო" - ნორჩი მხატვრების გამოფენა ხაშურში
ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის მოედნის მიმდებარე სკვერში, ღია ცის ქვეშ, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის ხატვის წრის წევრთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
"არ ვუშინდებით - ერთად გავაფერადოთ ჩვენი სამყარო" - ნორჩი მხატვრები ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ.
გამოფენა საანგარიშო ხასიათს ატარებდა. ხატვის წრის წევრებმა და ხელმძღვანელმა - პედაგოგმა დალი ხოლუაშვილმა გასული სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა ამგვარად შეაჯამეს.