საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - შემთხვევა გორის სოფელში მოხდა



საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - შემთხვევა გორის სოფელში მოხდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვარებში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს ოჯახის წევრები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. დამწვარია სახლის სახურავის დიდი ნაწილი. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, ცეცხლი სახლში, სავარაუდოდ, ანთებული შეშის ღუმელიდან გაჩნდა. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი ატენის თემში. შოთა ვანიშვილი ოჯახს მერიის სოციალურ პროგრამაში ჩართვას და დახმარებას დაჰპირდა.

,,სახლში მუდმივი მაცხოვრებლები ცხოვრობენ. ასევე არიან არა სრულწლოვანებიც, რომლებიც შემთხვევის დროს სკოლაში იმყოფებოდნენ. შევისწავლით ვითარებას და დავეხმარებით რისი შესაძლებლობაც გვექნება“ - ამბობს შოთა ვანიშვილი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა. ამ დროისთვის ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ