ონლაინ კაზინოებს პირველ ეტაპზე გადასახადი გაეზარდოთ, შემდეგ საერთოდ აიკრძალოს - ღარიბაშვილის ინიციატივა



ონლაინ კაზინოებს პირველ ეტაპზე გადასახადი გაეზარდოთ, შემდეგ საერთოდ აიკრძალოს - ღარიბაშვილის ინიციატივა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ხედვა წარმოადგინა. მისი აზრით, გაჭირვებული

მოსახლეობა ყოველ დღე ონლაინ კაზინოებში თამაშობს და ფულს ხარჯავს. მთავრობის ინიციატივით, პირველ ეტაპზე 

ონლაინ კაზინოებს გადასახადები უნდა გაეზარდოთ, რეკლამა აიკრძალოს და ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწიოს,

მეორე ეტაპზე კი ონლაინ კაზინოები მთლიანად უნდა აიკრძალოს.

"მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ კაზინოების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები,

სწორედ ეს ადამიანები რომლებზეც ახლა ვსაუბრობდი და არა მხოლოდ ისინი, ჩვენი ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ

ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს მილიარდ ხუთას მილიონ ლარს", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკურ გუნდთან საუბარი ჰქონდა და საკანონმდებლო ცვლილება მზადდება.

"მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას

ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე არის უცხოური

კომპანიები და საუბედუროდ, მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში, მილიარდ 500 მილიონი, აქედან 99%

არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი რომლებიც არ მუშაობენ, ამიტომ პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ

გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავკრძალოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ

უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები, აი ეს ხედვა მაქვს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, იმედი აქვს რომ ამ თემაზე საზოგადოების მხარდაჭერაც იქნება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ