დავით რაზმაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს



დავით რაზმაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

24 მომხრე და 0 წინააღმ,დეგი - გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე მესამედ, დავით რაზმაძე დაამტკიცეს.

სწორედ ის წარუძღვება მომდევნო 4 წლის განმავლობასი სხდომებს.

დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გორის უნივერსიტეტის რექტორმა და ახალი მოწვევის საკრებულოს წევრმა

გიორგი სოსიაშვილმა წარადგინა. სხდომას უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი ბორის გოგიჩაიშვილი.

პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ.

                                                                                                            ბ ი ო გ რ ა ფ ი ა 

რაზმაძე დაიბადა . გორში 1961 წლის 30 ოქტომბერს. გორის N11 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.

შემდეგ კი ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, იურისტის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სასოფლო მშენებლობის N3 სამშენებლო ტრესტში საფინანსო განყოფილების უფროსად, . ბანკის ,,კავკასია"

გორის ფილიალში ეკონომისტად, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო დაზღვევის კომპანიაში დირექტორის მოადგილედ.

დავით რაზმაძე უკვე მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრია და აქედან მსამედ იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ