ეროვნული ბანკის საგანგაშო პროგნოზი - ივლისში ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება



ეროვნული ბანკის საგანგაშო პროგნოზი - ივლისში ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ინფლაციის დონე კიდევ უფრო მაღალი იქნება:

ნიშანდობლივია, რომ ინფლაციური პროცესების გააქტიურება გლობალურად შეინიშნება, თუმცა ეს პანდემიის თანმდევ დროებით მოვლენად მიიჩნევა. საქართველოში მაისის წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასებისა და გაცვლითი კურსის წინა პერიოდებში გაუფასურების ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელზე იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასების გავლენა კვლავ მაღალია. ამასთან, გლობალურად მზარდი ნავთობის ფასები საწვავის გაძვირებასა და, შედეგად, ინფლაციაში მისი წვლილის მატებას განაპირობებს. გარდა ამისა, თბილისში გაზის ტარიფის ზრდის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ივნისიდან კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კიდევ უფრო გაიზრდება. ნიშანდობლივია, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში დამატებით დროებით გაზრდის - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ