სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი ისტორია, რომელიც სექსუალური ძალადობის შესახებ გვიამბობს



სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი ისტორია, რომელიც სექსუალური ძალადობის შესახებ გვიამბობს

გამარჯობა.

მინდა, მოგიყვეთ ის, რაც არავისთვის მომიყოლია აქამდე და იმედი მაქვს, აქ მოყოლით მაინც მომეხსნება ლოდი გულიდან.

არაერთხელ გავმხდარვარ ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ეს არც ერთხელ არ გამიაზრებია და ყოველთვის მეგონა რომ ძალადობა მხოლოდ გაუპატიურება იყო...

სულ ახლახან გავიაზრე ის საშინელება, რაც ბავშვობაში გამოვიარე. შეხებას ვერ ვიტან, ვინც არ უნდა შემეხოს, ყოველთვის შიში მიპყრობს ხოლმე, ამიტომ დავფიქრდი ამის გამომწვევ მიზეზებზე და ყველაფერი ნათლად გამახსენდა

პირველად ალბათ ვიქნებოდი 9 წლის, მეგობრის სახლიდან ვბრუნდებოდი დაახლოებით 7-8 საათზე. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, ამიტომ ყოველთვის უპრობლემოდ შემეძლო მასთან დამოუკიდებლად მისვლა.

როცა ჩემს ეზოს მივუახლოვდი, მეზობელი სადარბაზოდან ვიღაც 50 წლამდე კაცი გამოვიდა და მთხოვა დახმარება, ნათურა მაქვს სადარბაზოში შესაცვლელი, აგწევ და შეხედე, ინთება თუ არაო. მაშინვე უარი ვუთხარი, სახლში მეჩქარება მეთქი, მაგრამ მაინც არ შემეშვა, გინდა თუ არა დამეხმარეო. შემეშინდა...

შემიყვანა და ამწია ხელში. კაბა მეცვა და საჯდომზე მკიდებდა და მიფათურებდა თავის გულისამრევ ხელებს... სიკვდილს ვნატრობდი, გეფიცებით, ან მინდოდა, სიზმარი ყოფილიყო... მერე ჩამომსვა, სახლში შემყევი, დამეხმარე, კანფეტი უნდა მოგცეო, თან ხელი ჰქონდა მოკიდებული და ძალით მივყავდი.

უცებ ვიღაც ქალი გამოვიდა. გაუშვი ბავშვი და სახლში შემოდიო, უთხრა.

იმ წუთას შვებით ამოვისუნთქე, და ბედნიერი ვიყავი, რომ ის ქალი გამოჩნდა, მაგრამ ახლა გავიაზრე, რომ აშკარად იცოდა მან, რასაც წარმოადგენდა ეს კაცი და არაერთხელ ექნებოდა ასეთი რამ განაკეთები.

მძულს ის ქალიც, რომელმაც ხმა არსად ამოიღო და ეს კაცი არ დაასჯევინა, და ყველა მძულხართ, ვინც იცით მოძალადეებზე ხმას არ იღებთ და ხელს უწყობთ ადამიანების გაუბედურებაში...

მეორედ ხალხმრავლობაში ვიღაც ავადმყოფმა საჯდომზე გულისამრევად მომიჭირა ხელი და რომ მოვიხედე, ვერავინ დავინახე. მაშინ ალბათ 9 წლის ვიყავი...

უკვე 11 წლის, სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი ავტობუსით. გადატენილი იყო ავტობუსი და ვგრძნობდი, როგორ საზიზღრად მეხახუნებოდა ვიღაც უკნიდან. მივიხედე, დავინახე, ვინც იყო და გავიწიე, ისევ მომედო და ვერანაირად ვერ დავიხსენი თავი...

15 წლის ვიყავი, ისევ ავტობუსით ვმგზავრობდი. დღისით, აღარც სავსე იყო ავტობუსი. ვიჯექი. გვერდით 100 კილომდე ზორბა ნაბიჭვარი დამიჯდა. დოინჯით იჯდა და იდაყვს მკერდზე მიხახუნებდა და მაჭერდა. თავიდან ვიფიქრე, იქნებ ვერ გრძნობს და ვერ ხვდება-მეთქი. გავიწიე, გამოიწია. ბოლომდე გავიწიე, მაგრამ არ შემეშვა. ადგომა და გადაჯდომა მინფოდა, მაგრამ შემეშინდა. იმდენად დიდი იყო, ვერ გავეტეოდი ისე, რომ არ შევხებოდი და ვერ გავბედე. ტირილი დავიწყე და გადაჯდა...

ისევ 15 წლის ვიყავი, ცეკვიდან მოვდიოდი, როცა ნაცნობი ბიჭი ამეკიდა, გაგაცილებო. გზაში უამრავჯერ სცადა, ხელი შემოეხვია და ძალით ეკოცნა. თავიც დამიჭირა რამდენჯერმე და ხელი ვკარი, აღარ მინდა ჩემით წავალ-მეთქი და მაინც არ იმჩნევდა, არც მტოვებდა. ძალიან შემეშინდა, მაგრამ შევძელი მისგან თავის დაღწევა და ისიც მოვახერხე, რომ ჩემს ტუჩებს არ მიკარებოდა.

15 წლისას ერთი ბიჭი მომწონდა, რომელიც იგივეთი არ პასუხობდა ჩემს გრძნობებს, მაგრამ არც იმის საშუალებას მიტოვებდა, რომ აღარ მომწონებოდა. მასზე დამოკიდებული გამხადა. 16 წლისას შესანიშნავი ბიჭი შემიყვარდა და ის დავიკიდე, მაგრამ არ მომასვენა. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ერთხელ ერთად მოგვიწია წამოსვლა. ძალით მკოცნიდა სახეზე, ტუჩებშიც უნდოდა ეკოცნა, მაგრამ ალბათ ვერ გაბედა, არ ვიცი...

დღეს, მე ის ბიჭი ისევ მიყვარს, 16 წლისას რომ შემიყვარდა და ჩემი შეყვარებულია, ძალიან მიყვარს, ვგიჟდები, სიცოცხლესაც მირჩევნია, მაგრამ ამ ყველაფრის გაგება უმძიმესი იქნება მისთვის. ამ უდიდეს სიყვარულთან ერთად, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა და მასზე მეტად ვერავის ვენდობი და არც შემიძლია, რამეს ვუმალავდე, მაგრამ ალბათ ამის ცოდნა დაანგრევს და გაანადგურებს.

ოდესმე ალბათ შევძლებ და ვიტყვი ყველაფერს, მაგრამ საკმაოდ გვიან გავიაზრე ეს ყოველივე და უდიდესი ემოციური სტრესი გამიჩნდა...

მშობლებო, ყველანაირად დაიცავით თქვენი შვილები, მაღაზიაშიც კი არ გაუშვათ მარტო და ეზოშიც კი რომ გაუშვებთ, წამითაც არ დატოვოთ მეთვალყურეობის გარეშე. მე ვარ გოგო, რომელიც თითქმის არასდროს გადიოდა გარეთ მარტო, მაგრამ მაინც შემემთხვა ასეთი საშინელებები. ქვეყანაზე უამრავი ავადმყოფია და დაიცავით შვილები მათგან.

და ბიჭებო, თუ თქვენი შეყვარებული მოგიყვებათ მასზე ძალადობის შესახებ, ვიცი რომ არ იქნება მარტივი იმის წარმოდგენა, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს ვინმე მსგავსად შეხებია, მაგრამ ყველაზე საშინელი ამის გადატანა სწორედ თქვენი საყვარელი ადამიანისთვისაა და ნუ დატოვებთ მას მარტო...

მადლობა"

ასევე შეგიძლიათ იხილოთ