"თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს" - კუჭავა მედიას
"მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელს საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.
თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის - ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს.
საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საპარლამენტო საქმიანობას".
წერს საქართველოს პრალემენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.