12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 3,449 ტონა ვაშლია გატანილი
2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოდან 3 449 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა,
რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ პერიოდში, საქართველოდან გატანილი ვაშლის უმთავრესი იმპორტიორი რუსეთის ფედერაციაა (3,443 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლი სომხეთშია გატანილი.