იძულებით გადაადგილებულ 1300-მდე ოჯახს დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის



იძულებით გადაადგილებულ 1300-მდე ოჯახს დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1300-მდე ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება და 2022 წელს, სოფლად სახლი 2 500-მდე ოჯახს გადაეცა.

სამწლიან პერიოდში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობა თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ