საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ახალი შემთხვევები დადასტურდა



საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ახალი შემთხვევები დადასტურდა

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ვითვლით, ჯერ ცოტა არის. მოგეხსენებათ, ტყუილად არ მიიღო დადასტურებიდან ორ დღეში ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან უკვე შეაშფოთა მთელი სამყარო.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ