სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.
ისინი ქართველ მხარეს ერგნეთში გადმოსცეს. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა
ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი „ცხელი ხაზის” გამოყენებით, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის
საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სუს - ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ
არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ
რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.