15 თებერვლიდან ,,ტვ მონიტორინგის“ ყურებას ,,სილქნეტის“ აბონენტები შეძლებენ
,,ტვ მონიტორინგის“ ყურებას 15 თებერვლიდან უკვე ,,სილქნეტის“ აბონენტებიც შეძლებენ.
ახლად დაფუძნებულმა ტელევიზიამ მაყურებლის სიყვარული და ნდობა უმოკლეს დროში დაიმსახურა.
,,ტვ მონიტორინგი“ მაუწყებლოს მთელს შიდა ქართლში ღია სიხშირით და მთელს საქართველოში სხვადასხვა საკაბელო ოპერატორებით.
,,ტვ მონიტორინგის“ გუნდმა რამდენიმე თვეში შეძლო მაღალრეიტინგული მრავალფეროვანი გადაცემების მომზადება.
საინფორმაციო გუნდის მიერ ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა.
საღამოს 19:00 კი დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება გადის ეთერში. ახალი ამბების გარდა, მაყურებელს კვირაში ერთხე საშუალება აქვს
თვალი ადევნოს პოლიტიკურ თოკ-შოუ ,,კვირის მთავარი მონიტორინგი“ -ს. სამაუწყებლო ბადეშია ქართული და უცხოური მხატვრულ ფილმები,
ტელესერიალები, მუსიკა, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმები. ამის პარალელურად კომპანიის მენეჯმენტი დაუღალავად შრომობს
რათა ფართო აუდიტორიისათვის კიდევ უფრო საინტერესო კონტენტის შექმნას.