აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 14 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 14 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
“ჩვენ, უკრაინელებს მილიარდებს ვაძლევთ საკვების, მედიკამენტებისა და თავშესაფრისთვის, ასევე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილის მხარდაჭერისთვის, რომლებსაც უკრაინის დატოვება მოუწიათ. ასევე ისეთი იარაღის გადასაცემად, როგორიცაა, Javelin-ები და Stinger-ები”, - განაცხადა სენატის წარმომადგენელმა ჩაკ შუმერმა.