ჩემპიონტა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება



ჩემპიონტა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება. ფინალს სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზი უმასპინძლებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი Gazprom Arena-ს ნაცვლად Stade de France-ზე ჩატარდება. 

გადაწყვეტილება შვეიცარიაში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული. უკრაინული და რუსული კლუბები, ასევე ამ ქვეყნების ნაკრები გუნდები, უეფას ეგიდით ჩასატარებელ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე გამართავენ.

რაც შეეხება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს, რომელშიც რუსეთმა პოლონეთს უნდა უმასპინძლოს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ახლო მომავალში "ფიფა" მიიღებს. პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა "ფიფას" თამაშის ჩატარების ადგილის შეცვლა უკვე მოსთხოვეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ