#ლექSOSთვის | TV მონიტორინგი 15:00 საათზე მაუწყებლობას გათიშავს
#ლექSOSთვის | TV მონიტორინგი 15:00 საათზე მაუწყებლობას გათიშავს და აქციას შეუერთდება.
TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის საპატივცემულოდ, 10 წუთის განმავლობაში ეკრანზე მხოლოდ წარწერა იქნება.
ლექსო ლაშქარავას გამოსვენება - იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე დაიწყება. მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა, ლექსოს დაკრძალვაზე მსვლელობა დაგეგმეს, ისინი მისი სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.