მოპარულია ხალხის ფული - გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს



მოპარულია ხალხის ფული - გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს

მას შემდეგ, რაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტიდან ფართომასშტაბიანი ფინანსური მაქინაციების შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, გელა კაპანაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ის ამ წუთებში აუდიტის სამსახურის შეკითხვებს პასუხობს. "მოდულის" შენობაში იმყოფება გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ფინანსური მენეჯერი, ქალი, რომელიც სავარაუდოდ, 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტის თანხას თაღლითურად ეუფლებოდა. ჯამში მან ნახევარი მილიონი გადარიცხა აზარტული თამაშების ანგარიშზე.  ცნობისთვის, გორის მერიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლისას, სახელმწიფო აუდიტმა მძიმე ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. უფრო კონკრეტულად კი გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან გამქრალია ნახევარი მილიონი ლარი, წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხას ფინანსური მენეჯერი, ეტაპობრივად აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდა. ეს ის სააგენტოა, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურის სახლში ცოტა ხნის წინ, ბიტკოინების ქარხანა იქნა აღმოჩენილი. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ