ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს - უკრაინის პრეზიდენტის ახალი ვიდეომიმართვა



ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს - უკრაინის პრეზიდენტის ახალი ვიდეომიმართვა

ზელენსკის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე ახალი ვიდეომიმართვა გამოჩნდა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიაა, არამედ ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ:

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არ არის მხოლოდ შეჭრა, ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ევროპაში ადამიანის ელემენტარული უფლებების წინააღმდეგ, კონტინენტზე თანაარსებობის ყველა წესის საწინააღმდეგოდ, იმის წინააღმდეგ, რომ ევროპული სახელმწიფოები უარს ამბობენ ძალის გამოყენებით საზღვრების გაყოფაზე," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს.

"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ბრძოლები მთელ უკრაინაში მიმდინარეობს. მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ხალხის სიკვდილის შესაჩერებლად,"- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ