გორის N9 საბავშვო ბაღში უკრაინელი და-ძმა ჩაირიცხა



გორის N9 საბავშვო ბაღში უკრაინელი და-ძმა ჩაირიცხა

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფომაციით, გორის N9 საბავშვო ბაღში უკრაინელი და-ძმა ჩაირიცხა. გაერთიანების მენეჯერმა გიორგი შათირიშვილმა, ბაღის პერსონალთან ერთად, აღსაზრდელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.პატარებს ჯგუფელები უკრაინის ნაციონალური სამოსითა და ჰიმნით შეეგებნენ. მინიონის გმირმა და აღმზრდელებმა კი ჯგუფში შესვლისას ბავშვებს სახალისო აქტივობები შესთავაზეს.

,,ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ უკრაინელი პატარები სრულფასოვნად ადაპტირდნენ ახალ გარემოში’’ - განაცხადა ბაღის აღმზრდელმა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ოჯახი ქალაქ ივანკოვიდან ჩამოვიდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ