,,სოფელში მშვიდი ვითარებაა, სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს“ - ვითარება საოკუპაციო ხაზთან



,,სოფელში მშვიდი ვითარებაა, სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს“ - ვითარება საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ხელჩუასა და ზარდიაანთკარს შორის უკანონო სამუშაოები განაახლეს. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. უკანონო სამუშაოების პარალელურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა, სავარაუდოდ მი 8 ტიპის ვერტმფრენმა.

,,სოფელში მშვიდი ვითარებაა, სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ასე ამბობენ, რომ ხელჩუაში ავლებენ საზღვარსო. ჩვენ არ გვეხებიან და მშვიდობაა“ - გვითხრა სოფელ ზარდიაანთკარის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ცნობისთვიოს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის მიერ დღეს, 18 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას შემოგარენში მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 700-მეტრიან მონაკვეთზე“. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სოფელი ხელჩუა ზარდიანთკარს ესაზღვრება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასაზღვრო სამსახური ამ უკანონო სამუშაოების მიზნად ასახელებს „ადგილობრივ მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სახელმწიფო საზღვართან კანონსაწინააღმდეგო მისწრაფებების ლოკალიზებას“ - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ