შესაძლოა, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა მისი ცხინვალის ციხეში მონახულება შეძლონ



შესაძლოა, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა მისი ცხინვალის ციხეში მონახულება შეძლონ

ზაზა გახელაძისა და ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი სხვა მოქალაქეების ბედი ისევ გაურკვეველი რჩება. ერგნეთის რიგით მეასე შეხვედრაც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის თქმით, მათ საოკუპაციო რეჟიმს მოსთხოვეს, რომ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა მისი ციხეში მონახულება შეძლონ.

"განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში - ზაზა გახელაძის მოსანახულებლად", - ამბობს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ანთაძე. მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.

გახელაძეები კი ამბობენ, რომ მათ ხელისუფლების ეფექტური მუშაობის იმედი დაკარგეს და 23 ივნისის შემდეგ ისინი საპროტესტო აქციების გამართვიას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავენ.

ცნობისთვის, 33 წლის ზაზა გახელაძე უკვე 11 თვეა, რაც უკანონო პატიმრობაში რჩება, მას 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ