,,ხმები მომივიდა რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს, თინა სოსანიძეს უპირებენ სამსახურიდან გაშვებას“ - თამარ ედიშერაშვილი



,,ხმები მომივიდა რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს, თინა სოსანიძეს უპირებენ სამსახურიდან გაშვებას“ - თამარ ედიშერაშვილი

გორელი ეკონომისტი, ტამარ ბედიშერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ თინა სოსანიძეს უპირებენ სამსახურიდან გაშვებას.

,,გამარჯობა გორელებო, ძალიან მინდა  ვცდებოდე, მაგრამ ხმები მომივიდა რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ თინა სოსანიძეს უპირებენ სამსახურიდან გაშვებას.

არ ვიცი ვის მივმართავ, მაგრამ ვინც ამას აპირებს (კიდევ იმედი მაქვს რომ აქამდე არ დავალთ),მინდა გითხრათ:

მის ღირსებებზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ როცა საპატიო გორელს ასე ექცევი, უკვე ქალაქს აყენებ შეურაცხყოფას.

მეორეც, ეს  ორგანიზაცია იმ მცირე გამონაკლისებში შედის , რომლისთვისაც გადამხდელებს ჩვენი გადასახადი არ გვენანება, რადგან პატიოსნად ასრულებენ თავის ფუნქციას(მუზეუმი სამეცნიერო დაწესებულებაცაა).

მესამე, ა(ა)იპ არ არის საქანელა, სადაც კადრებს ეტყვით, ჩამოდით , ახლა ჩვენი ჯერიაო. ეს რაც აგიტატორების "შეტენვა" (სხვა შესატყვისი არა აქვს ამ ქმედებას) დაიწყეთ  აიპ-ებში , გგონიათ რომ სხვებიც ტყუილად ისხდნენ იქ. მაგრამ , ასე არ არის, ასეთ კადრებს სანამ დაეტაკებით, თქვენი ტვინი და გაკეთებული საქმეები დაატოლეთ  ხოლმე  მათსას!

და , ბოლოს ეს უპროფესიო ხალხი, რატომ ვერ იტანთ პროფესიონალებს? დღეს კიდევ თუ რამე ინარჩუნებს სახეს, მათი დამსახურებაა და მათ ნაშრომზე ყელყელაობთ! 🙁

სოლიდარობას ვუცხადებ ქალბატონ თინას ! “ - წერია თამარ ედიშერაშვილის პოსტრსში.

ცნობისთვის, თინა სოსანიძე წლებია, რაც გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ხელმძღვანელობს. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ