გაშიფრულია ,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტებზე თავდამსხმელები - აუზის ტექნიკოსი ჟურნალისტებზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზეც ძალადობდა



გაშიფრულია ,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტებზე თავდამსხმელები -  აუზის ტექნიკოსი ჟურნალისტებზე,  დედაქალაქის მთავარ გამზირზეც ძალადობდა

,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან! პირი რომელიც, რუსეთს ადიდებდა, ევროპას აგინებდა და ჟურნალისტებზე ძალადობა,  რადიკალური დაჯგუფება, ალტ-ინფოს  პარტიის წევრი, დავით დავითაშვილია.  ქარელის მუნიციპალიტეტში, მოძალადეთ ცნობილი დავითაშვილი პუტინისტური პარტიის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელია. ,,ტვ მონიტორინგმა გაარკვია ისიც, რომ აუზის ტექნიკოსი 5-6 ივლისის სისხლიან მოვლენებში მონაწილეობდა და ჟურნალისტებს თავს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ესხმოდა. რაც შეეხება  პირს, რომელიც TV მონიტორინგის ტექნიკის  დამტვრევას ცდილობდა ადგილობრივი მცხოვრები, გიორგი მაისურაძეა, რომელიც ასევე პრო რუსული და ძალადობრივი ჯგუფის მხარდამჭერია. იგი კერძო ბიზნესშია დასაქმებული.  ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღები ჯგუფი ქარელში ამ წუთებში მუშაობს და ვრცელ რეპორტაჟს 19:00 დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნახავთ.

ცნობისთვის,  ძალადობრივი და პრორუსული "ალტ-ინფოსპარტიის 

მთვრალი წევრები და მხარდამჭერები 

"ტვ მონიტორინგისგადამღებ ჯგუფს თავს გუშინ დაესხნენ

შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტშიიმ დროს მოხდაროდესაც ჟურნალისტი 

შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი 

თორნიკე გელიტაშვილისაცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ.

რადიკალებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის 

დამტვრევა სცადესმომხდარზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ 

ხელის შეშლის ფაქტზესაქართველოს 

სისხლის სამართლის კოდექსის 154- მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

ტვ მონიტორინგის დაზარალებულ ჟურნალისტს შოთიკო სადაღაშვილსა და ოპერატორ თორნიკე

გელიტაშვილს საგამოპძიებო უწყებაში დღეს, 19:00 საათზე ელოდებიან.  

ასევე შეგიძლიათ იხილოთ