გორის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული პირი თავისუფალია

BOG


გორის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული პირი თავისუფალია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ 2026 წლის 20 იანვარს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. 

მათი შეფასებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

უწყება წერს, რომ ამასთან, საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ