გორის მერიამ ეკლესიების ელ.ენერგიის ხარჯი ბიუჯეტიდან 193 000 ლარით დააფინანსა



გორის მერიამ ეკლესიების ელ.ენერგიის ხარჯი ბიუჯეტიდან 193 000 ლარით დააფინანსა

2020-22 წლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, ეკლესიების ელ.ენერგიის ხარჯი ბიუჯეტიდან 193 000 ლარით დააფინანსა. ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” ავრცელებს. 

საჯარო უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ეკლესიების ელ.ენერგიის გადასახადისთვის 2020 წელს 54 ათასი ლარი გამოყო, 2021 წელს 94 ათასი, წელს კი მხოლოდ სამ თვეში, ამ მიზნით, 45 ათასი ლარი დაიხარჯა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ