"ჩვენს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს" - კარასინი საქართველოზე



"ჩვენს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს" - კარასინი საქართველოზე

"ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი.

მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კარასინთან ერთად ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება "გორჩაკოვის ფონდის" და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. კარასინმა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს ეს ფაქტი "შეუმჩნეველი არ დარჩება".

იმყოფებოდა თუ არა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძეც მოსკოვში ამ შეხვედრაზე და რა გზავნილები მიიღო კარასინისგან, ამასთან დაკავშირებით "მთავარი არხის" კითხვას მან არ უპასუხა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ