უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ძირითადი ეპიცენტრები გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებია



უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ძირითადი ეპიცენტრები გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებია

კანონო .. ბორდერიზაციის საკითხს, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, ისევ გადავიდა აქტიურ ფაზაში და პრაქტიკულად, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტ მოიცავს - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამონტაჟებენ რკინის კონსტრუქციებსა და .. საზღვრის აღმნიშვნელ დაფებსა და ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს. მობილიზება გორისა და ქარელის სოფლებში შეინიშნება.

,,დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზეც გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, ეს არის პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ასევე, ყურადღება დაეთმობა უკანონო .. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, ისევ გადავიდა აქტიურ ფაზაში და მოიცვა, პრაქტიკულად, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი. ზოგადად, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს უკანონო .. ბორდერიზაცია, ეს ეხება უკანონო ბარიერების აღმართვას, ეს არის მეტალის კონსტრუქციები და ასევე ხდება .. ხნულების გავლება და რიგ შემთხვევებში, ადგილი აქვს ადრე აღმართული ბარიერების განახლების პროცესს, თუმცა, თითოეული ეს შემადგენელი, წარმოადგენს ერთიან კონტექსტს - ეს არის უკანონო .. ბორდერიზაცია და დღევანდელ შეხვედრაზეც ეს საკითხი იქნება მთელი სიმწვავით დაყენებული“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე.

,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხს. მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 7 უკანონო პატიმარი გვყავს, დანარჩენ დეტალებზე კი შეხვედრის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ. ჩვენი ძალისხმევა არის მიმართული ჩვენი თანამოქალაქეების ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაზე. ამ კონტექსტში ვმუშაობთ ფორმატის ყველა მონაწილესთან, ამაზე მუშაობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და იმედია მოხერხდება, რომ თითოეული მათგანი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 107- შეხვედრა მიმდინარეობს.

 

 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ