კოვიდტესტების გაკეთებისთვის 20 000 ლარზე მეტი სარგებელი ნახა ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა



კოვიდტესტების გაკეთებისთვის 20 000 ლარზე მეტი სარგებელი ნახა ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა

კოვიდტესტების გაკეთებისთვის 20 000 ლარზე მეტი სარგენელი მიიღო გასულ წელს ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა. ცენტრის მუშაობის ანგარიში, დავით ჩიქოვანმა საკრებულოს დღეს წარუდგინა, თუმცა აღნიშნულ თემაზე დეტალურად არ უსაუბრია. სხდომის დასრულების შემდეგ საკითხით ,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტი დაინტერესდა და გამოკითხა. ჩიქოვანის განმარტებით, მან დაახოებით 10 000 მეტი ტესტი გააკეთა ინდივიდუალურად. ჩიქოვანი ამბობს, რომ თავდაპიველად ერთი ტესტის გაკეთებაში 5, შემდეგ კი 3 ლარი ერიცხებოდა.   

ასევე შეგიძლიათ იხილოთ