შიდა ქართლში კორონავირუსის 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა



შიდა ქართლში კორონავირუსის 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის ახალი, 3 666 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 1 938 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 205, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 175, კახეთი - 222, მცხეთა-მთიანეთი -83, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.  ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 844 საიდანაც 5 185 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 792, აჭარაში - 497, იმერეთში - 650“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 407 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 376 088, გარდაიცვალა 5 731 პაციენტი.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.  საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ