,, აუცილებელია ჟურნალისტების მხარდაჭერა და მედიასაშუალებების გაძლიერება, რადგან არ მოხდეს რუსული პრობაგანდის დიდი დოზით გავრცელება - აცხადებს მაია ტატულაშვილი.



,, აუცილებელია ჟურნალისტების მხარდაჭერა და მედიასაშუალებების გაძლიერება, რადგან  არ მოხდეს რუსული პრობაგანდის დიდი დოზით გავრცელება - აცხადებს მაია ტატულაშვილი.

„მინდა აღვნიშნო, რომ შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტებისთვის, მუშაობის პროცესში, ბევრად დიდი საფრთხე არსებობს, ვიდრე სხვა რეგიონში“- განაცხადა ,,ტვ მონიტორინგის“ დამფუძნებელმა, მაია ტატულაშვილმა რეგიონში მედიაგარემოს შეფასებისას. ტატულაშვილი თვლის, რომ შიდა ქართლში მომრავლებული პრო-რუსული განწყობების მქონე პარტიებისა და გარკვეული ჯგუფების არსებობა, საფრთხეს უქმნის ჟურნალიტების მშვიდ გარემოში მუშაობას. მითუფრო, იმ მედიის წარმომადგენლების საქმიანობა იზღუდება, რომლებიც რადიკალური ჯგუფების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ებრძვიან და მოსახლეობას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდიან დასავლურ ღირებულებებზე. ტატულაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებზე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული თავდასხმები ხდება, რადგან მედია დაასუსტონ და არ გაშუქდეს სათანადოდ მიმდინარე მოვლენები.  ამბობს, რომ პრორუსებს უნდათ, დაავიწყონ მოსახლეობას რუსული აგრესია, ფეხი მოიკიდოს დეზინფორმაციამ და ისმოდეს ანტიდასავლური მესიჯები.

,,თუ ევროპა არ გვინდა, აბა სად გვინდა? ეს კითხვა, როცა ისმის უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ დგას შესაბამის მოწოდებაზე. მაშინ, როცა რუსეთი გვბომბავდა, ხალხს ხოცავდა, ამდენი ხალხი დევნილად აქცია საკუთარ ქვეყანაში, მიიტაცა ტერიტორიები და მცოცავი ოკუპაცია ამ დრომდე გრძელდება ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთადერთი გზა ევროპაშია. ეს მესიჯები, რომელიც მოდის მოსახლეობაში ალტ-ინფოსგან და მათი მხარდამჭერებისგან კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ მე მოლოდინი მაქვს, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის მატარებლები არ შეწყვეტენ მედიებზე თავდასხმებს და პირიქით, უფრო გახშირდება. ეს არის იმ რუსული პროპაგანდის შედეგი, რომელიც წლების განმავლობაში მოედინება და რომლის საპირწონეთ მუშაობა შენელებულია. რა თქმა უნდა არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლების ამ მიმართულებით მუშაობენ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. მე მინდა მადლობა გადავუხადო მედიის ადვიკატირების კოალიციას, ქარტიას და სხვა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მედიისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. მე ვფიქრობ, რომ  როდესაც მედია დასუსტდება, გაჩერდება და მიმდინარე მოვლენებს აღარ გააშუქებს, ქვეყანაში დემოკრატია ამით არ აშენდება. მედია უნდა იყოს ძლიერი, რათა ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას და მხარი დავუჭიროთ დასავლურ ღირებულებებს. ამიტომ საჭიროა მედიის გაძლიერება ყველა ასპექტში და მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან“ - აცხადებს ტატულაშვილი.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ