"ფლანგვის დეტექტორი "ანტიკორუფციულ სასწავლო კურსზე" მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იწვევს
"ფლანგვის დეტექტორის "ანტიკორუფციულ სასწავლო კურსი" განკუთვნილია შიდა ქარტლში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ჟურნალისტიკის სტუდენტებისა და კორუფციის კვლევით დაინტერესებული პირებისთვის.
კურსის განმავლობაში, ფლანგვის დეტექტორის ექსპერტები ტრენინგებს ჩაატარებენ კორუფციის კვლევის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, საჯარო წყაროების ანალიზის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ბიუჯეტის ანალიზის, მონაცემთა ციფრული გავრცელებისა და სხვა თემატური საკითხების შესახებ.
შეხვედრები გაიმართება უქმეებზე, 10-11 და 17-18 დეკემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (იერუშალაიმის ქ.18).
ანტიკორუფციულ სასწავლოს კურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1TSzGgzcl6B5L0Ikcg_Mr36SvY-7Bo7kOBMsEfXB0J40/edit?
გთხოვთ ინფორმაცია გაუზიაროთ კორუფიის კვლევით დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ღონისძიების ლინკი:
https://www.facebook.com/events/3518954711666080