EUMM მეჯვრისხევში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს



EUMM მეჯვრისხევში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს

რადიო თავისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოშო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარს ინციდენტს. რადიო თავისუფლებას მისიაში უთხრეს, რომ ინციდენტის შედეგადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაფერი დაშავებიათმათ იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“ .

ამ საკითხს ერგნეთში, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე 110- შეხვედრაზე განიხილავენ.

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაცპარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. წადითო“, ქაცარავას განცხადებით, ინფორმაცია ამის შესახებ თვითმხილველებისგან მიიღო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. ის ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის დაშვებაზე კვლავ უარს ამბობენ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ