25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

BOG


25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო, დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.

საბჭოთა ოკუპაციის დღის აღსანიშნავად 25 თებერვალს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის, მთავრობისა და სხვა ადმინისტრაციული შენობებზე.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით გამოაცხადა. ქვეყნის დამოუკიდებლობა აღდგა 1991 წლის 9 აპრილს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ოკუპაციაში რჩება საქართველოს ტერიტორიის ნაწილი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ