სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში, მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო



სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში,  მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში, მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 

მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ძალადობის ამსახველი ვიდეო ,,ტვ მონიტორინგმა“ გუშინ გაავრცელა, კადრებში კარგად ჩანს, რომ  მეშვიდე კლასის მოსწავლეს მასწავლებელმა თავსა და ხელებში ჩაარტყა.  სკოლის ადმინისტრაციამ გეოგრაფიის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ