დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის დღეა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის დღეა. მისი მკვლელობიდან რვა წელი გავიდა.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებდა, რომ იგი უკანონო ტყვეობაში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
თუმცა, თბილისში ჩატარებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს ასზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. ნაწამები ცხედრის გადმოცემას საოკუპაციო რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.