გორთან მანქანა ამოტრიალდა - პოლიციამ მძღოლი დააჯარიმა



გორთან მანქანა ამოტრიალდა - პოლიციამ მძღოლი დააჯარიმა

,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, გორთან მომხდარი ავარიის დროს მიმალური მძღოლი პოლიციამ იპოვა და დააჯარიმა. შსს-ში მძღოლის ადგილიდან მიმალვას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ის ადმინსტრაციული კოდექსის 125 მუხლით დააჯარიმეს. ცნობისთვის, ავტოსაგზაო  შემთხვევა გორი-კარალეთის გზაზე დღეს მოხდა. შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო მძღოლმა.  აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაყრილა სამშენებლო მასალა (შებელი), რომელიც საავტომობილო გზაზეა მიმოფანტული. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების გამოწვევა აღნიშნულს შეუძლია მაშინ, როცა ავტომობილები დიდი სისწრაფით გადაადგილდებიან.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ