„ევროპის დღეები 2022“ - ის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში შეხვედრა გაიმართა
„ევროპის დღეები 2022“ - ის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში, ხაშურისა და ქვიშხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.ახალგაზრდებმა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და მისი სარგებლის შესახებ.
შეხვედრა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარა წულეისკირმა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა გახსნეს.
შეხვედრას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე ესწრებოდნენ.
ღონისძების დამსწრე 50-მდე მოსწავლეს ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს"ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები გააცნო და ამ მიმართულებით მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.