საქართველოში 947 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა



საქართველოში 947 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 947 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 210 პირი იმყოფება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 947 მძიმე პაციენტიდან თბილისში 449 პირი მკურნალობს, აჭარაში - 65, იმერეთში -220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 5, იმერეთში - 12.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 402 759 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 373 088, გარდაიცვალა 5 688 პაციენტი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ