ქარელში, 13 წლის გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს - დაკავებულია 22 წლის ბიჭი



ქარელში, 13 წლის გოგო  მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს - დაკავებულია 22 წლის ბიჭი

სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე - ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში  13 წლის გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს. ბრალდებული 21 წლის კაცი დაკავებულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გოგო ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ