შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალიტები გორში აქციას მართავენ



შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალიტები გორში აქციას მართავენ

 

რადიკალური ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები აქციას მართავენ. ჟურნალიტები ითხოვენ შეწყდეს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა, მიეცეთ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება და რაც მთავარია, დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად იძალადა ჟურნალისტებზე.  აქციას შეუერთდნენ ,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტები.  ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც აქციის დროს თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. 

ორშაბათს განვითარებული მოვლენების შედეგად მედიასაშუალების 50-მდე წარმომადგენელია დაშავებული. მედია რამდენიმე საათი ელოდა შსს-ისგან სიახლეს დაკავებულების შესახებ, თუმცა დღის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ დაკავებულია მხოლოდ 8 პირი. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით.  

აღსანიშნია, რომ ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი ყოველდღიურად, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, იძიებს და გვაწვდის ინფორმაციებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილია. თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი ქვეყნის განვითარებისთვის გადამწვეტია. ჟუნრალისტები იყვნენ, არიან და იქნებიან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე ღირსეული და უშიშარი მებრძოლები. 

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების მიერ დაშავებული ჟურნალისტების სია :

  1. "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი თორნიკე მანდარია
  2. "რადიო თავისუფლების" რეპორტიორი დათო ქორიძე
  3. "რუსთავი 2"-ის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი
  4. "ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა
  5. ​On.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე
  6. "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა
  7. "მთავარი არხის" ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი
  8. "მთავარი არხის" ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე
  9. "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი
  10. "მთავარი არხის" ჟურნალისტი დათუნა ახალაძე
  11. "მთავარი არხის" ჟურნალისტი ანრი ჯოხარიძე
  12. "მთავარი არხის" ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი
  13. "მთავარი არხის" ჟურნალისტი თორნიკე ბარნაბიშვილი
  14. "ფორმულას" ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი
  15. "ტაბულას" ჟურნალისტი მაკო ჯაბუა
  16. "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი ლუკა პერტაია
  17. ​პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი
  18. ​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი
  19. "პალიტრანიუსის" ოპერატორი რომა ტარუღიშვილი
  20. "გურიანიუსის" ჟურნალისტი მერაბ ცაავა
  21. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიამ ქუმსიშვილი
  22. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე
  23. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი გიორგი პერტია
  24. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა
  25. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ზურა მანაგაძე
  26. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ბექა ათაბეგაშვილი
  27. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ნიკოლოზ ურუშაძე
  28. "ტვ პირველის" ჟურნალისტი გუგა მაისურაძე
  29. "ფორმულას" ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე
  30. "ფორმულას" ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი
  31. „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი
  32. "იმედის" ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი
  33. "იმედის" ოპერატორი შოთა კირვალიშვილი
  34. "ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია
  35. "ფორმულას" ოპერატორი ლექსო ხომასურიძე
  36. "ტვ პირველის" ოპერატორი ლევან ბრეგვაძე
  37. "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული
  38. "ფორმულას" ფოტოგრაფი ვახო ქარელი
  39. "ფორმულას" ოპერატორი ზაზა კაპანაძე
  40. "ფორმულას" ოპერატორი გიორგი მაისაშვილი
  41. "ფორმულას" ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი
  42. "ნიუპოსტის" ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე
  43. CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე
  44. "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნათია ქოქოსიძე
  45. "მთავარი არხის" თაკო ლეკვეიშვილი
  46. "მთავარი არხის" ოპერატორი ვაჟიკო ჩხაიძე
  47. "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია

ასევე შეგიძლიათ იხილოთ