„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" – გორის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება 112 დასახლებულ პუნქტში დაიგეგმა
2024 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ინფრასტურუქტული პროექტების განხორციელება 112 დასახლებულ პუნქტში დაიგეგმა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით 123 პროექტი შეარჩია.
,,ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშები დაწყებულია დეგეულაში, ზარდიაანთკარიში, კოშკაში, ქერეში, სკრაში, კოშკებში, პატარა გორიჯვარში, ქვემო რიეთში, ტირძნისსა და წითელუბანში. 8 სოფელში უკვე დასრულდა და 10 სოფელში კი ისევ გრძელდება გარეგანათების მოწყობის სამუშაოები. პროგრამის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა (1 596 000 ლარი ) და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება (595 949 ლარი).“ - წერია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.