უკრაინაში დაღუპულ კასპელ სამხედროს დღეს დაკრძალავენ
უკრაინა-რუსეთ შორის მიმდინარე ომში დაღუპულ, გიორგი გოგიაშვილს დღეს მშობლიურ სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამ დროისთვის, სოფელ ლამისყანაში, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
გიორგი გოგიაშვილი 9 მარტს უკრაინაში საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. შემთხვევას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.