ნაპოვნია ძაღლი, რიმელმაც გორში პატარა ბიჭი დაკბინა



ნაპოვნია ძაღლი, რიმელმაც გორში პატარა ბიჭი დაკბინა

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ცნობით, ძაღლი რომელიც კარალეთის დევნილთა დასახლებაში 5 წლის მოზარდს თავს დაესხა და დაკბინა ნაპოვნია. ცხოველი უკვე  სააგენტოშია გადაყვანილი და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.


 ,,ადგილზე მისულ სააგენტოს თანამშრომლებს, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა უთხრეს რომ ძაღლს ისინი უვლიდნენ და ყოველდღიურად კვებავდნენ. შემთხვევა კი იმ დროს მოხდა როდესაც ძაღლი სახლის წინ იწვა. მას ბავშვი მოსაფერებლად მიუახლოვდა და სწორედ ამ დროს დაკბინა" - წერია განცხადებაში, რომელსაც თავშესაფარი ავრცელებს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში, საზოგადოების ნაწილი წერს, რომ შემთხვევა არ მომხდარა და ამბავი გამოგონილია, რასაც დაზარალებული ბავშვის დედა კატეგორიულად უარყოფს. იგი ითხოვს, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ისე, რომ არავის უფლებები არ დაირღვეს. 6 წლის ბიჭს, ქუჩაში მიუსაფარი ძაღლი თავს 4 დღის წინ დაესხა და  დაკბინა. შემთხვევა 12 მაისს კარალეთის დევნილთა დასახლებაში მოხდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ