„არ შევეგუებით ოკუპაციას“- ამ ლოზუნგით, 25 თებერვალს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.

BOG


„არ შევეგუებით ოკუპაციას“- ამ ლოზუნგით, 25 თებერვალს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.

აქციის მონაწილეები, თავდაპირველად ვერის პარკთან შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს...“ – ეს დეპეშა მოსკოვში 1921 წლის 25 თებერვალს გაიგზავნა. იმ დღეს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ არ დაუკარგავს თავისუფლების წყურვილი. 100-ზე მეტი წელი გავიდა, თუმცა ის ბრძოლა, რომელიც იუნკერებმა კოჯორსა და ტაბახმელაში დაიწყეს, ჯერაც არ დასრულებულა. ოკუპაციის ხაზი დღესაც გადის ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ვალია, ეს ისტორიული წყვეტა გამარჯვებით დავასრულოთ.

​ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამკვირვებლები. ჩვენ ვართ 21-ის მემკვიდრეები.

​25 თებერვალს, ვიკრიბებით, რათა:

პატივი მივაგოთ მათ, ვინც ბოლო ტყვიამდე დაიცვა დედაქალაქი;

ხმამაღლა ვთქვათ, რომ ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი წინააღმდეგობა – მარადიული;

ვაჩვენოთ, რომ მათი დაწყებული საქმე ჩვენს ხელშია და მას ბოლომდე მივიყვანთ“,- აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ