ხაშურის მუნიციპალიტეტი დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებს
ხაშურის მუნიციპალიტეტს პარტნიორული ურთიერთობა უკრაინის ორ ქალაქთან - ნოვოგრად-ვოლისნკთან და ობუხოვთან აკავშირებს. დღეს ეს ქალაქები განსაცდელის წინაშე დგანან და მათ ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ.
მერიას აქტიური კომუნიკაცია აქვს პარტნიორი ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.
ქალაქის მერია ჰუმანიტარულ აქციას დღეიდან იწყებს. მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა აქციაში ჩართვისკენ მოიწოდეს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს.
შემოწირულობის მოტანა შესაძლებელია მისამართზე: ხაშური. ტაბიძის ქ. N2 ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული. საკონტაქტო ტელეფონი: 244838
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.