საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევები და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 580 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 517 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 063 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 579 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.93%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 371 პირი ემსხვერპლა.