გზის რებილიტაციის პროცესში ხაშურში ორი ქვევრი აღმოჩინეს

BOG


გზის რებილიტაციის პროცესში ხაშურში ორი ქვევრი აღმოჩინეს

სოფელ  ნაბახტევში, გზის სამუშაოების წარმოების დროს, აღმოჩნდა ორი მოზრდილი ქვევრი. ქვევრების აღმოჩენის ადგილზე, შეტყობინების საფუძველძე, იმყოფებოდნენ ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველი, თამაზ ლაცაბიძე და ხაშურის კულტურის სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე ჩავიდნენ  არქეოლოგებიც. სხვა ინვენტარი აღმოჩენისას არ დადასტურებულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის დახმარებით, ქვევრები გადატანილია  ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი საცავის ეზოში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ