ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი "იდას" გამო დაღუპულთა რიცხვმა 60-მდე გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი "იდას" გამო დაღუპულთა რიცხვმა 60-მდე გაიზარდა- წერს საერთაშორისო მედია Theguardian.
გამოცემის ცნობით, მხოლოდ ლუიზიანას შტატში სტიქიას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან მოხუცთა სახლის ბენეფიციარები. ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში კი 50-მდე ადამიანია დაღუპული.
ნიუ -იორკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. ამავდროულად შტატებში მცხოვრები 1 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რიგებია ბენზინგასამართ სადგურებთან.
როგორც Theguardian იუწყება, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დაზარალებულ შტატებში მომავალ კვირას გაემგზავრება.