ჩერნიგოვის რეგიონში ბელარუსის ჯარი შევიდა
უკრაინაში ბელარუსის ჯარი შევიდა - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქალაქის ყველა გასასვლელი დანაღმულია. პერიოდულად ისმის სროლა საარტილერიო დანადგარებიდან. ქალაქის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს დარჩნენ სახლებში და თავშესაფრებში და არ დაარღვიონ დაწესებული კომენდანტის საათი